ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში აქტივისტ ნატა ფერაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ნატას ერთხელ მანქანა გადაუღებეს, ერთხელ ფიზიკურად იძალადეს მასზე და სიტყვიერად ყოველდღიურ რეჟიმში ემუქრებიან! ის 2 დღის წინ მაინც მივიდა სამებაში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი გააკეთა.
რა ვიცი იმ კაცებს გაგახსენებთ, ვისაც ემუქრებიან ან ერთხელ დაესხნენ თავს, რამდენ კაციანი დაცვით დადიან 😉 ცოტა უხერხულია. იმაზე მაინც შევთანხმდეთ რომ ქალი ბევრად უფრო გაბედული და უშიშარია, ვიდრე კაცი😍
ნატას სახლთან ორკები რომ მივარდნენ, ჩვენ მაგ დროს უნდა წავსულიყავით და მოსკოველი მატრონა სტალინთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაგვეღება, მაგრამ ნატასგან განსხვავებით არ გვაქვს ამის ერთი ადგილი. უფრო მარტივია აქ ვწეროთ, რომ ვანდალიზმი კონტრპროდუქტიულია და ცოტა ესთეტიკურ ნორმებზე უნდა შევთანხმდეთ. და თურმე მროლაური უპირატესობა ამ სტალინისტი ველურების მხარეს ყოფილა.
Nata Peradze ❤️❤️❤️
P.S. ის მახსენდება, მარტის აქციების დროს პირველი ფანჯარა რომ ჩაიმსხვრა და არ დაგვაგვიანდა “ვანდალების” გაკიცხვა და მერე სულ მადლობა ვუხადეთ. ეს ფორმა რომ არ მოგწონთ, რა მოგწონთ ის თქვით?! როგორ უნდა გაგვეპროტესტებინა სტალინი სამებაში???!“ – წერს ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს. გუშინ კი ფერაძის სახლთან აქცია გაიმართა.
0
0