-share.jpg)
„ღაზას სამხრეთში [ხან-იუნისის ოლქში] ნასერის საავადმყოფო მთავარი სამედიცინო ცენტრია. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტთა გადასარჩენად ოპერაციების ჩატარება ძალიან მალე შეწყდება, რადგან სამედიცინო პერსონალი საწვავის, სისხლისა და სამაშველო აღჭურვილობის დეფიციტს ებრძვის,“ - წერს BBC-ი.
„კატასტროფული სიტუაციის ზღვარზე ვართ. ხალხი არამხოლოდ კვდება, არამედ მათ საჰაერო დარტყმების მოლოდინის შიში ტანჯავთ. გაეროს თქმით, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი [მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი] იძულებით გადაადგილებულია. აქ ხალხს საავადმყოფოს გარეთ ეზოსა და ქუჩაში სძინავს,“ - აცხადებენ საავადმყოფოში.
როგორც BBC-ი წერს, გაეროს მიერ უზრუნველყოფილ ერთ-ერთ სკოლას, სადაც ღაზას ჩრდილოეთიდან ჩასული ლტოლვილები აფარებენ თავს, დღეში ერთ ლიტრ სუფთა წყალს და ძალიან ცოტა საკვებს აწოდებენ, ხოლო აბაზანაზე წვდომა ძალიან შეზღუდულია. ასევე ოროთახიან სახლში, სადაც 120 ადამიანი აფარებს თავს, სუნთქვისთვის საკმარისი ჟანგბადი არ არის.
0
0