16/11/2023
10:53
მსოფლიო
NASA-ს მარსზე მყოფ როვერებთან და პლანეტის ორბიტაზე მდებარე აპარატებთან კავშირი დროებით დაკარგა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ამის მიზეზი მზის შეერთებაა - ფენომენი, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. ამ დროს მარსი და დედამიწა მზის საპირისპირო მხარეებზე არიან მოქცეულები. მზის მიერ ამოფრქვეული გაზების გამო კი პლანეტებს შორის სიგნალების გაცვლას ხარვეზები მოჰყვება.
თუ ახლა NASA-ს ინჟინრები როვერებთან დაკავშირებას შეეცდებიან, მათი გზავნილები შეიძლება არასწორად იყოს აღქმული, ამიტომ სპეციალისტები ამ პერიოდში კავშირის გაწყვეტას არჩევენ. დროებითი გეგმური პაუზა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მარსზე ახლა NASA-ს 2 როვერი - „ქიურიოსითი“ და „პერსევერანსი“ მუშაობენ. პლანეტის ორბიტაზე კი თანამგზავრები „რეკონეისენსი“, „ოდისეა“ და MÁVEN-ი მოძრაობენ.
0
0