29/10/2022
18:40
მსოფლიო
NASA-მ და NOAA-მ კარგი ამბები აქვთ. ოზონის ხვრელზე Aura, Suomi NPP და NOAA-20 სატელიტებით ახლო დაკვირვებების შემდეგ, მეცნიერების დასკვნაა, რომ 2022 წელს ოზონის ხვრელი დაპატარავდა.
ოზონის ხვრელი ატარქტიდის თავზე ოზონის შრეში გაჩენილი სიცარიელე არის. თვით ოზონის შრე კი სტარტოსფეროს ნაწილს წარმოადგენს და დედამიწის ზედაპირიდან 15-30 კილომეტრის სიმაღლეზეა. მთელ ატმოსფეროსთან შედარებით ოზონის შრეში ოზონის გაზის მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება.
ოზონის შრე მზისგან გამოცემულ საზიანო ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და ფარივით ფუნქციონირებს, რომელიც დედამიწაზე სიცოცხეს იცავს. თუმცა მეოცე საუკუნეს მეორე ნახევარში აშკარა გახდა, რომ ადამიანთა ინდუსტრიული აქტივობები და სახიფათო ჩარევა გარემოში ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შრეს ანადგურებდა, ათხელებდა, და ანტარქტიდის თავზე ხვრელის წარმოქმნას უძღვოდა.
ხვრელის ზომა სეზონებთან ერთად მერყეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ქლოროფლოროკარბონები (CFC) ოზონის შრეს შლიან და ხვრელს აფართოებენ.
ბოლო წლებში, ოზონის შრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდა. 1987 წელს, მეცნიერების CFC ნივთიერებების აღმოჩენიდან 7 წლის შემდეგ, მონტრეალის პროტოკოლის ძალაში შევიდა და CFC და მისი მსგავსი ნივთიერებების წარმოება აიკრძალა.
“დროის მანძილზე, მდგრადი პროგრესი მიმდინარეობს და ხვრელი პატარავდება,” - განაცხადა პოლ ნიუმანმა, NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის მთავარმა მეცნიერმა.
“დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე შეიმჩნევა მცირედი ცვლილებები [ხვრელის ზომაში]. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ბოლო ორი ათწლეული განმავლობაში ის საგრძნობლად დაპატარავდა. მონტრეალის პროტოკოლის დამსახურებითა და ოზონის დამშლელი ნივთიერებების წარმოების აკრძალვით ოზონის ხვრელი მცირდება.”
წყარო: IFLScience
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0