
NASA ხელს შეუწყობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიზნების განხორციელებას, რომლებიც კოსმოსის სფეროს უკავშირდება
აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბეთანი სტივენსმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ NASA ხელს შეუწყობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიზნების განხორციელებას, რომლებიც კოსმოსური პოლიტიკის სფეროს უკავშირდება. მისი კომენტარი ილონ მასკის ბოლოდროინდელ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, SpaceX-ი თავისი კოსმოსური ხომალდის, Dragon-ის, ექსპლუატაციიდან გამოყვანას გეგმავს.
„NASA განახორციელებს პრეზიდენტის მიერ დასახულ კოსმოსური პოლიტიკის მომავლის ხედვას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობას“, - თქვა ბეთანი სტივენსმა.
ტრამპის მიერ სუბსიდიების გაუქმების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მასკმა თქვა, რომ კერძო კომპანია SpaceX-ი დაუყოვნებლივ დაიწყებს კოსმოსური ხომალდის Dragon-ის დემონტაჟს.
0
0