
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ [NASA] და დიდი ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციას (ISRO) მთვარეზე მისია Chandrayaan-3-ის დასმა მიულოცა.
"ისტორია შექმნილია. ვულოცავთ ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციასა და ინდოეთს Chandrayaan-3-ის დანიშნულების ადგილამდე წარმატებით მიღწევას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ.
NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა ამ მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ და NASA "მოხარულნი არიან, რომ ამ მისიაში ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციას პარტნიორობა გაუწიეს".
„მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში მისია Chandrayaan-3-ის დასმამ კოსმოსის გეოპოლიტიკა შეცვალა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდოეთისთვის, არამედ, ზოგადად, კოსმოსის კვლევისთვის," - თქვა ბილ ნელსონმა.
ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე მუშა მავალი დასვა; ამ დროისათვის, ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026