
„ნუ მოიხამართ უცნობ ნივთიერებას ვინაიდან, გასართობად ნაყიდი ექსთაზი ; mmda და ასე შემდეგ ვითომ “უვნებელი” ნივთიერებები შეიძლება შეიცავდეს, ან ფენტანილს და ამ ბოლო დროს მეტადონს, ამიტომ ადამინებს რომლთაც არ გაჩნიათ ტოლერანტობა ოპიატების მიმართ, არიან ზედოზირების დიდი რისკის ქვეშ, და შეიძლება დაიღუპონ!!“ - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოკლედ 1000 და 10000 ნათქვამი და დაწერილი უნდა გავიმეოროთ ვინაიდან ისევ და ისევ განსაკუთრებით საკურორტო ზონებში ხდება ეს, ამოტომ:
1. ნუ მოიხმართ უცნობ ნივთიერებას ვინაიდან, გასართობად ნაყიდი ექსთაზი ; mmda და ასე შემდეგ ვითომ “უვნებელი” ნივთიერებები შეიძლება შეიცავდეს ან ფენტანილს და ამ ბოლო დროს მეტადონს ,ამიტომ ადამინებს რომლთაც არ გაჩნიათ ტოლერანტობა ოპიატების მიმართ, არიან ზედოზირების დიდი რისკის ქვეშ, და შეიძლება დაიღუპონ !! პირველი ეიფორიის მერე ნახევარ საათში იმატებს ძილიანობა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ვარდება სარტურაცია , ადამიანები კარგავენ გონებას და შემდეგ გადადიან სოპორში, შემდეგ კომაში და აჩერებენ სუნთქვას!2. ნარკოტიკის მიღების შემდეგ ალკოჰოლის დამატება ორმაგად ზრდის რისკს ზედოზირების და სიკვდილის!
3. ნუ შეხვალთ ზღვაში თუ არ ხართ ფხიზელ მდგომარეობაში, ვინადიან ადამინი რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ კარგავს რეალობის შეგრძნებას, შესაძლებელია დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, ამიტომ ზღვაში შესვლა არაფხიზელ მდგომატეობაში სახიფათოა!!
4. დარეკეთ 112-ში!!!
5. ასევე ქვეყანაში გაზრდილია აივ/ შიდსის გადაცემის რისკი მიგრაციული პროცესების გამო, ამიტომ ნარკოტიკული თრობის დროს არის მაღალი ალბათობა დაუცველი სექსის, ამიტომ დაიცავით თავი სქესობრივი კავშირების დროს!
6. ნუ გამოიყენებთ სხვის საინექციო ინვენტარს, და ეცადეთ გამოყენების შემდეგ ნუ დატოვებთ პლაჟებზე, პარკებში და სარეკრეაციო ადგილებში საბავშვო მოედენებზე და ა.შ.!! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
7. მთავარი: არ მოიხმაროთ ნარკოტიკი! დღეს შეიძლება გაგიმართლათ, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ გახდეთ დაბინძურებული ნარკოტიკის მსხვრპლი! გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს და ნუ გააუბედურებთ თქვენ ახლობლებს წუთიერი სიამოვნების გამო!“ - წერს ნარკოლოგი.
0
0