10/03/2022
12:28
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - "ბუპრენორფინის", „ჰეროინისა“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, ბრალდებული მ.თ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", 5 ძირი მცენარე კანაფი და ელექტროსასწორი. ა.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ასანთის 10 კოლოფში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი.
ბრალდებულებისგან, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 24 აბი „სუბოტექსი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 1980 წელს დაბადებული გ. ს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 43 აბი ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი".
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “სირეცი” და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ “ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, თ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 4 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
0
0