
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის" მონაცემებით, 1820 ტონა ნარჩენი საბურავი შეაგროვა. ნარჩენი საბურავების ამოღება წევრი კომპანიებისგან, ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ვულკანიზაციებიდან) და გარემოდან ხდება, ხოლო გადამუშავების მიზნით ადგილობრივ საწარმოებს ჩაბარდება
ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ 2025 წელს, გეგმავს ნარჩენი საბურავების გადამამუშავებელი (რეციკლირების) საწარმოს შექმნას, რომლის სიმძლავრე საწყის ეტაპზე წელიწადში 5 ათასი ტონა იქნება, შემდგომ წლებში კი ეს მაჩვენებელი გაიზრდება
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.
შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენი საბურავების შეგროვება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ამ ეტაპზე, ასოციაციას საბურავების შეგროვების 2 მსხვილი პუნქტი აქვს თბილისსა და ბათუმში. „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შეგროვების პუნქტების დამატებაც იგეგმება.
1
0
11 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
09/07/2025