
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფორმით თავისი ოცნების გუნდს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. ნეაპოლელები დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდნენ.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – ხვიჩა სამეფო კლუბთან თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ მცველებისა და ნახევარმცველების მუდმივი მეურვეობის გამო, თავის გამოჩენა უჭირდა.
ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „რეალი“ 6 ქულით ლიდერობს, „ნაპოლი“ 3 ქულით მეორე ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს ამდენივე ქულის მქონე „ბრაგას“, რომელმაც ბერლინში „უნიონი“ 3:2 დაამარცხა.
მომდევნო მატჩს ნეაპოლელები 24 ოქტომბერს სტუმრად ბერლინში, „უნიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.
0
0
ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო
15/08/2025