
ბრიტანელმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ეშლი კოუიმ რადიოსადგურ Newstalk-ის წამყვან შონ მონკრიფთან ნაპოლეონ ბონაპარტის პენისის შესახებ ისაუბრა.
ეშლი კოუის თქმით, ნაპოლეონ ბონაპარტის პენისი ბოლოს უროლოგს და არტეფაქტების კოლექციონერს, ჯონ ლატიმერს ეკუთნოდა, 2007 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქალიშვილი ევანი გახდა მფლობელი.
ახლახან ევანს პენისში 300 ათას დოლარზე მეტი შესთავაზეს, - ამბობს კოუი.
ნაპოლეონი 1821 წელს გარდაიცვალა კუნძულ ელბაზე. ითვლება, რომ პირადი მღვდელთმსახურისგან მოსყიდულმა პირადმა ექიმმა ფრანჩესკო ანტომარკიმ გვამის გაკვეთის დროს მოაჭრა პენისი იმპერატორს. მღვდელმსახურმა, რომელსაც ნაპოლეონმა იმპოტენტი უწოდა, შური მასზე ამგვარად იძია და როგორც კოუი ამბობს, დამალა და ჩუმად გადაიტანა კორსიკაში მდებარე თავის სახლში.
ფორმალდეგიდის ხსნარში მოთავსებული პენისი კორსიკაში 1916 წლამდე ინახებოდა და როდესაც ის პირველად გაყიდეს და გაზომეს, დიუმზე (2,5სმ) ოდნავ ნაკლები აღმოჩნდა.თუ ვივარაუდებთ, რომ პენისი ფორმალდეგიდში მალევე მოათავსეს, მისი ზომა დიდად არ უნდა იყოს განსხვავებული მოჭრის დროს არსებული ზომისგან, ეს კი საკმაოდ ღიმილის მომგვრელია, რადგან ნაპოლეონი იმდროინდელი სტანდარტებით არცთუ ისე დაბალი, 5 ფუტი და 6 დიუმი (1,67მ) იყო. მას პატარა გენერალს იმიტომ ეძახდნენ, რომ გოლიათური აღნაგობის მცველები ჰყავდა გარშემო. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ნაპოლეონის დანამატი დღეს სამედიცინო თვალსაზრისით განისაზღვრება როგორც მიკროპენისი, - ამბობს კოუი.
წყარო: ipress.ge
0
0