
იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეუფროსებოდა ოთარ ფარცხალაძე, მე უნდა მკითხონ, რატომ ვიყიდე 80 ლარის ლობიანი ან რატომ ვიყიდე აირწინაღი, აქციის იმ მონაწილისთვის, რომელსაც მხუთავი აირით ხუთავდნენ ,- ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოიკითხება.
როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, სწორედ ოთარ ფარცხალაძის ფაქტორის გამო გრძნობს ის პროკურატურაში მორალურ უპირატესობას და გამოკითხვის ადგილადაც არა სასამართლო, არამედ პროკურატურა აირჩია.
„სასამართლოში რაღაცნაირად შემცირებულია უფლებები ორივე მხრიდან, პროკურატურაში უფრო მეტი საუბრის შესაძლებლობაა, მათ შორის, მე შემიძლია, პროკურორს ვკითხო, რას ფიქრობენ ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც იყო ბოტასების ქურდი, მერე გახდა რომანოვი, მერე კალაშოვის, კანონიერი ქურდის, მეგობარი, შემდეგ ამ სისტემის, ამ ხალხის ხელმძღვანელი იყო ფარცხალაძე, რომელიც ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელი იყო, რომელიც ძველი ბიჭების ხელმძღვანელი იყო და რომლის გვარიც დღეს „ქართული ოცნების“ მიერ აღძრულ კანონიერი ქურდის ძმის საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეუფროსებოდა ოთარ ფარცხალაძე, მე უნდა მკითხონ, რატომ ვიყიდე 80 ლარის ლობიანი ან რატომ ვიყიდე აირწინაღი, აქციის იმ მონაწილისთვის, რომელსაც მხუთავი აირით ხუთავდნენ. შესაბამისად, აქ მგონია, რომ მორალური უპირატესობა ჩემკენაა და გაცილებით უფრო მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა მაქვს, მეტი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მაქვს. მაინტერესებს ის კაცი, მე რომ მეკითხება საწვიმარზე, რას გრძნობს გათეთრებულ ნახევარ მილიარდზე. ჩემთვის მაინც მთავარი მორალური უპირატესობა აქ გადის ბატონ ფარცხალაძეზე, რომელიც არის კრიმინალი.“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ის აპირებს ტელეკომპანია „იმედს“ უჩივლოს ცილისწამებისთვის, უფრო კონკრეტულად კი ეთერით იმის გამოცხადებისთვის, რასაც მას პროკურატურა არ ედავება.
0
0