
მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს ამ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი.
„მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, აირჩიოს, რომ მისი მთავარი ველი არის ეს ქვეყანა. ბოლო სასამართლო პროცესზე მისი განცხადება, რომელიც ვიღაცებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა, როცა თქვა, როდესაც ციხიდან გამოვა, აქვს მოსაზრება, პირდაპირ ხელისუფლებას წარმოადგენდეს. მე მიყვარს „ინგეიჯმენტები“, რადგან მგონია, „ინგეიჯმენტს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს, თან ამის თვლა უნდა ვიცოდეთ. მე არ მჯერა, რომ ტროლების ქარხანა „ქართულმა ოცნებამ“ დალაშქრა იმის საჩვენებლად, რომ უმრავლესობას, სააკაშვილის ეს განცხადება, ძალიან მოეწონა და მისაღები აღმოჩნდა, მათ შორის მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც. მათთან საუბარი მქონდა და არ იქნება სწორი პირადი დიალოგები გავასაჯაროვო, მათი სახელები და გვარები, მათ მითხრეს, რომ მიშასგან ყველაზე სწორი სვლა არის, გააკეთოს განაცხადი პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. არის თუ არა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარი მოთამაშე, რადგან ეს ყველა პოლიტიკური გუნდისთვის თამაშის წესს გაამარტივებს. მე მიშასგან უკვე მივიღე ცხადი სიგნალი, რომ ის ემზადება. ამდენი ხნის განმავლობაში მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის, იყო გვერდით მყოფის, კეთილისმსურველის, თანამებრძოლის პოზიციიდან გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, მისი ყველა შემდეგი სვლა, მის ამ განცხადებას გაამყარებს პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი, რომელშიც ვგულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს და არა „ქართულ ოცნებას“, ძალიან გაამარტივებს თამაშის წესებს. მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და ხდება პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ველზე პოლიტიკურად ძლიერი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და პოლიტიკურ დღის წესრიგში სიცხადეს შეიტანს.
„ეს სიცხადეა ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შექმნის ეფექტურობას, გამოცდილებას, შესაძლებლობას. ეფექტური დღის წესრიგის შემდგენელი არ იყო მოგონილი ლიდერები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება. არც იმ პერიოდში და არც იმ დროის მონაკვეთში, როდესაც უკრაინის გულშემატკივარი უფრო იყო, ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მე მომწონს. მე მომწონს მიშას ის განცხადებები, როდესაც ამბობს, რომ არის ქართველი, იბრძოლებს მისი პარტიისთვის, იბრძოლებს ამ ქვეყანაში ამ რეალობის შეცვლისთვის. მე ასეთი მიშა, მინდა, ვნახო და მე მომწონს, როდესაც ამ ფორმაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მიშა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს ეფექტური პარტია და სიმძიმის ძალა გაძლიერდეს მის მხარეს და თუ სიმძიმის ძალა გაქვს, ეფექტური ხარ, ძალას და მოსახლეობის მხარდაჭერას ასხივებ, ნებისმიერი „ალიანსისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს გაცხადებულ ლიდერს, არამედ იქნები მისაღები პარტნიორი საქმიან ურთიერთობებში“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
კითხვაზე, „ჩაეხსნა“ თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, თინა ბოკუჩავას ჰქონდა სერიოზული მიზეზი, რის გამოც არ მივიდა პოლიტსაბჭოზე.
0
0