29/06/2023
18:01
მსოფლიო
ნანტერში მოკლული 17 წლის მოზარდის მხარდამჭერი ე.წ. თეთრი მარში იწყება.
ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანია შეკრებილი. აქციის მიზანია გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ქალაქის მაცხოვრებლების ერთად შეკრება.
ადგილზე ადგილობრივი თანამდებობის პირებიც იმყოფებიან.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, “მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვართ ველურები”.
შეკრებილები სკანდირებენ – “სამართლიანობა ნაელისთვის”.
ამასთანავე, მოსახლეობას ნანტერის ეპისკოპოსმა მიმართა და მოსახლეობას “დიალოგისა და მშვიდობისკენ” მოუწოდა.
მონსინიორ მატიე რუჟეს და ნანტერის რელიგიათაშორისი მეგობრული საძმოს ერთობლივ მიმართვაში ნათქვამია, რომ „ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის ამ რთულ დროს გვინდა, დიალოგისა და მშვიდობისკენ მოვუწოდოთ. ჩვენ გვესმის ტანჯვისა და გაბრაზების შესახებ და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ნაელის დედას და ოჯახს, მაგრამ ჩვენ ასევე ერთხმად ვადასტურებთ, რომ ძალადობა არასდროს არის კარგი გზა”
0
0