10/04/2023
18:40
ბადაგონი
როგორ გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო კახეთში მოგზაურობა?
უმნიშვნელოვანესია - ტურისტებისთვის ახალი მარშრუტის შეთავაზება, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ადგილობრივი კერძების დაგემოვნება და ტურისტების ჩართულობა…
სწორედ ამ მიზანს ემსახურება კომპანია „ბადაგონის“ მიერ დღემდე განხორციელებული ყველა ის პროექტი, რომელიც კახეთის უკეთ გაცნობისა და განვითარების საშუალებას იძლევა.
“ბადაგონმა” ამჯერად კახეთის რეგიონში ქართული ტურისტული კომპანიები მიიწვია და მიმდინარე პროექტების გარდა, სამომავლო გეგმებიც გააცნო.
შუამთა, ალავერდის მონასტერი, ქართული, ადგილობრივი ტრადიციები და კულინარიული მასტერკლასები - ამ მარშრუტის მცირე ნაწილია.
შუამთა, სადაც კახეთში ჩასლისთანავე მოხვდებით, ის ადგილია, საიდანაც სტუმრები „შუამთის საინფორმაციო კარიბჭეში“ ტურისტულ მარშრუტს ეცნობიან - პირველ ქართულ გემოებს “ბადაგონის” რესტორანში ეზიარებიან და კიდევ უფრო მეტი ემოციისა და თავგადასავლის საძიებლად, გზას განაგრძობენ.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მთელი თავისი დიდებულებით - მე-11 საუკუნის მარანი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ალავერდის ტერიტორიაზე აღმოჩენილი XI-XIII საუკუნის ქვევრები და მათი ისტორია, ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გაცნობა და ქვევრის ღვინოების დაგემოვნება - აქ მოსული ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია.
ქართული ტურისტული კომპანიებისთვის, ამ მარშრუტის გავლა და გაცნობა, საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ის არა მარტო უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ქართველი დამთვალიერებლების დაინტერესებასაც ისახავს მიზნად, რისთვისაც “ბადაგონი”, ტურისტულ კომპანიებთან, მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
/სიუჟეტი მოამზადა ანანო ლიპარიძემ/
0
0