20/09/2021
14:48
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ სახალხო დამცველსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს. ნანა კაკაბაძე მათ მოუწოდებს, გამოხატონ საკუთარი მოსაზრება უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მას მიაჩნია, რომ ნინო ლომჯარია მიკერძოებული ომბუდსმენია, მედიის ნაწილი კი უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს იმ ინფორმაციის გავრცელებით, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის.
„მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, უფლებადამცველები ამ ქვეყანაში დუმან. უპირველეს ყოვლისა, დუმს ომბუდსმენი, რომელიც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა და ჟურნალისტებმა, რომლებმაც 17 სექტემბრიდან დღემდე არ მოიშალეს უკანონო ქმედებები და ეტაპობრივად ავრცელებენ სხვადასხვა ფაილს. ლომჯარია აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გემოვნებისა და ორიენტაციისთვის არის ეს საჭირო“, - აცხადებს კაკაბაძე.
0
0