
რატომ დარჩნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიტიკურ საქმეებში მონაწილე პროკურორები და მოსამართლეები თანამდებობებზე - ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე იმ ორგანიზაციებს და კონკრეტულ აქტორებს ასახელებს, ვინც ახლა აკრიტიკებს ხელისუფლებას სასამართლოს გამო.
"როდესაც ეკა ბესელია იყო "ქართულ ოცნებაში“, მოვითხოვეთ რომ მოსამართლეები და პროკურორები, ვინც მონაწილეობდნენ პოლიტიკური საქმეების შეთითხვნაში, ყველა უნდა გათავისუფლებულიყო. მაშინ ძალიან დიდი ზეწოლა იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ და გაიხსენა, რომ ეკა ბესელიაც წინააღმდეგ წავიდა ამ ადამიანების გათავისუფლების და თქვა, რაც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მსგავსი გადაწყვეტილებები არ უნდა მოეღო.
ნანა კაკაბაძის შეფასებით, მაშინ სასამართლო "ნაციონალურო მოძრაობის“ ჯიბეში იყო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებს აწყობდათ.
"მაშინ დაგვესხა თავს ნაზი ჯანეზაშვილიც“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ და თქვა, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ ცნობილმა იურისტებმა პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალეს, რაც დაინახეს რომ მოსამართლეებმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.
"კონკრეტული მოსამართლეების სისტემის დარჩენაში მთავარი ფიგურა "ქართული ოცნება" კი არა, არამედ ის აქტორები იყვნენ, რომლებიც ახლა ბევრს ლაპარაკობენ ამ მოსამართლეებზე“ - განაცხადა - ნანა კაკაბაძემ.
0
0