
უფლედამცველი ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობა არაა სისტემური დანაშაული, თუმცა ფიქრობს რომ გამოძიების დასადგენია ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია თუ პოლიციელების მხრიდან გადაცდომა.
ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ რადიო ,,სივრცის“ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ სისტემურია დანაშაული, როდესაც მას სისტემა იცავს და მფარველობს, გორში მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება მყისიერად დაიწყო. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, კაკაბაძე დარწმუნებულია რომ კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს.
,, როგორ აღმოჩნდა იქ კამერა, რომელიც ამას იღებდა? თითქოს ეს ხალხი ამ კამერის წინ პოზირებდა.. ბევრი ისეთი მომენტია, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს... გამოძიების მიმდინარეობა და დამდგარი შედეგი აჩვენებს, თუ რა კატეგორიის დანაშაულია, ეს არის დაკვეთილი თუ სისტემაში მყოფი ადამიანების მიერ საკუთარი ინიციატივით ჩადენილი დანაშაული და რაიმე სხვა“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
0
0