01/11/2024
14:30
პოლიტიკა
პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს, მანამდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას - ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მანჯგალაძემ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა ოპოზიციის მიერ ორშაბათს დაგეგმილმა აქციამ რუსთაველის გამზირზე მიიღოს უწყვეტი პროტესტის სახე. როგორც მან აღნიშნა, ის „არაფერს გამორიცხავს“.
„ჩვენი, პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს მანამ, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას. ესაა გეგმა. ვადებს და თარიღს რაც შეეხება, არ ვიცი, ვინც როდის გადაწყვეტს. მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ. პროტესტი იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი ყველა შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩვენს უკან საქართველო დგას.
მივესალმები ყველანაირ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმას. [რაც შეეხება კარვების გაშლას], საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს. უნდა იყოს ბევრი სხვადასხვა ცენტრი, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას გავურთულოთ ამოცანა, ჩააცხროს პროტესტი.
არჩევნების მთავარი ფუნდამენტური პრინციპი - ფარულობის, თავისუფალი ნების გამოვლენის უფლება დაირღვა და ამას, ალბათ, არავინ აღიარებს მსოფლიოში „ჰამასის“, „ჰეზბოლას“, ნაურუს, ბელარუსის და ვენესუელას გარდა“, - აცხადებს მანჯგალაძე.
0
0