
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კახა კალაძის სანაკრებო მაისურის მიტანას და მასზე ფეხით გადავლას.
მდინარაძის შეფასებით, ეს მავნებლობა და ფაშიზმია.
„ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებენ და მარაზმის ახალ-ახალ მწვერვალებს აღწევენ. ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ „კალაძე“ აწერია, არის მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება. ყოვედღიურად ახალ რაღაცებს აკეთებენ. სხვათაშორის, დროშა და გერბიცაა ნაკრების მაისურზე დატანილი და ცოტა დაფიქრდნენ, სანამ ამას გააკეთებენ. იმისთვის, რომ ერთი ადამიანი შეურაცხყონ, გერბზე, დროშაზე, ნაკრების მაისურზე ფეხით სირბილი ცუდი რამაა, რბილად რომ ვთქვათ. ცოტა დაფიქრდნენ, სანამ ფაშიზმის ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
Reuters - ირანში ფრენები განახლდა
15/01/2026