
აშშ-ში დაფუძნებული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სარისკო გადაწყვეტილებების თავიდან აცილებას ცდილობს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის მმართველობას ან გამოიწვიოს საერთაშორისო ესკალაცია - მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზანი - უკრაინის სრულად დაპყრობა - მეტ რესურსს მოითხოვს.
"პუტინს, მაქსიმალისტური და არარეალისტური მიზნის განხორციელებისთვის, წარმატების იმედით ახალ რისკზე წასვლა მოუწევს. ჯერ კიდევ თებერვალში მოსკოვი იმედოვნებდა და ვარაუდობდა, რომ კიევზე კონტროლის აღებას და უკრაინის მთავრობის დამხობას მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და თითქმის ერთი წლის შემდეგ ომი ისევ გრძელდება.
თუმცა, პუტინს კვლავ არ სურს რთული ცვლილებების შეტანა რუსეთის არმიასა და საზოგადოებაში, რაც, სავარაუდოდ, ომში მისი გამარჯვებისთვის აუცილებელია. პუტინი თანმიმდევრულად უგულებელყოფს, აჭიანურებს ან მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა ომში მისი წარმატებისთვის. მაგალითად, მან არ ისურვა სრული მობილიზაციის გამოცხადება სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რთულად დაკავების შემდეგ. უფრო სარისკო გადაწყვეტილებების მიღებაში რუსეთის პრეზიდენტს საზოგადოების გაბრაზების შიში და კონფლიქტის შეზღუდულ ომად წარმოჩენის სურვილი აფერხებს,“ - აღნიშნა ომის შესწავლის ინსტიტუტმა.
შეუძლია თუ არა პუტინს ომის ესკალაცია? ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს "ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო".
ექსპერტების შეფასებით, პუტინის ამჟამინდელი თავშეკავება რისკებზე წასვლასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ მხოლოდ მცირე შანსია იმისა, რომ მან ბირთვული ესკალაცია ან ნატოსთან ომი აწარმოოს. მისი ბირთვული მუქარა ძირითადად „დასავლეთის დაშინებას“ ემსახურება და ის „გათვლილად“ განსაკუთრებულ აქცენტს რისკების აღმოფხვრაზე აკეთებს“.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025