11/06/2024
13:57
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%96%E1%83%94.png )
„ლას-ვეგასში, ქალი, რომელიც თავის დაკარგულ 2 წლის შვილს „ეძებდა“, მისი მკვლელობისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელზე ბიჭის ცხედარი იპოვეს,“- წერს People-ი.
23 წლის დიაჯა სმიტს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მიიღო. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა და სამძებრო სამუშაოების ჩატარება დაუყონებლივ დაიწყო. ბავშვის ცხედარი, მეორე დღეს, საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგავსაყრელზე გადაგდებული იპოვეს. სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და დაადგინა, რომ ბავშვი ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი იყო მიყვანილი. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედა უკვე დააკავა.
დიაჯა სმიტი ამჟამად კლარკის ოლქის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მკვლელობისა და ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, იმყოფება. გარდა ამისა, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს მეორე ეჭვმიტანილი, ჯეიკობი რობინსონი, რომელიც, სავარაუდოდ, ბავშვის მამაა. სასამართლოში, პროკურორის კომენტარებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ რობინსონს ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული ორი ბრალდება ემუქრება, თუმცა მას ბრალდებები მკვლელობის მუხლით დაუმძიმდება.
პროკურორების მტკიცებით, „რობინსონი ბავშვის სასტიკად ცემის დროს ბინაში იმყოფებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბავშვს მთელ სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება.“ მომდევნო სასამართლო პროცესი 11 ივნისს გაიმართება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილების მეზობელმა კელვინ ბარნეტმა People-სთან საუბრისას გაიხსენა, რომ დიაჯა სმიტი "ისტერიულ" მდგომარეობაში ნახა, როდესაც თითქოს ის შვილს ეძებდა. „ბავშვის გაუჩინარების შემდეგ სმიტი მეუბნებოდა, რომ მისი შვილი პარკში ერთობოდა და უეცრად ის ვიღაცამ წაიყვანა", - განუცხადა People-ს ბარნეტმა.
კლარკის ოლქის სასამართლო ოფისი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაციას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაავრცელებს.
0
0