ნაფიცმა მსაჯულებმა ქრთამის აღებაში ბრალდებული „დემოკრატი“ სენატორი, ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
სენატორის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავდა ქრთამის აღებას, თაღლითობას, შეთქმულებას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და ეგვიპტის სასარგებლოდ უცხოური აგენტის როლის შესრულებას 2018 წლიდან 2022 წლამდე.
გასული წლის 23 სექტემბერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სენატორ ბობ მენენდესს ბრალი წაუყენა კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე.
ბობ მენენდესსა და მის მეუღლეს ბრალი ედებოდათ გავლენის სანაცვლოდ „ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებაში“.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) "დემოკრატი" სენატორის სახლის ჩხრეკისას 100 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 480 000 დოლარი გადამალული ნაღდი ფული აღმოაჩინა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მენენდესი და მისი მეუღლე შეთანხმდნენ, მიეღოთ ასობით ათასი დოლარი ქრთამის სახით, რათა დაეცვათ სამი ბიზნესმენი ნიუ-ჯერსიდან - ვაელ "ვილ" ჰანა, ხოსე ურიბე და ფრედ დაიბესი - და ასევე ეგვიპტეს სასარგებლოდ ემოქმედათ. გ
არდა ამისა, მენენდესმა სენსიტიური ინფორმაცია მიაწოდა და „გადადგა სხვა ნაბიჯები, რომლითაც ფარულად დაეხმარა ეგვიპტის მთავრობას“.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026