30/07/2023
17:24
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილის ფეისბუკ-პოსტს სოციალრ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ცხარე პოლემიკა გაიმართა დარჩიაშვილსა და დაჩი ცაგურიას შორის.
დარჩიაშვილმა დაჩი ცაგურიას გამოხმაურებას ასე უპასუხა:
“გავიგე, ნაძირალას მეძახი და ჩემი პოსტის შინაარსს ამახინჯებ. არც ამ პოსტის, რომელიც 2008 წელს როინ შავაძის მკვლელობას ეხება, ვერ თუ არგაგება მიკვირს შენგან და არც უზრდელობა, რადგან ვირისგან წიხლი არ უნდა მეწყინოს. რაც შეეხება ჩემი პოსტის შინაარსს: მე არ ვიცი, რა მოხდა 2008 წლის 16 აგვისტოს. არის ორი ვერსია – თანამშრომლობდა ის რუსულ გრუ-სთან და ამის გამო მოკლეს ჯერაც მიმდინარე საომარ ვითარებაში, თუ არ თანამშრომლობდა და პოლიტიკური მიზეზით გაუსწორდა ვიღაც. ამ მეორე ვერსიას შენ ავითარებ და მეუბნები, რომ ეს “მთელმა ბათუმმა იცის”. და როგორ დაგიჯერო სიტყვაზე შენ, რომელიც ხელისუფლებაში ტყუილების საფუძველზე მოხვედი? არ მკითხო, რა ტყუილებით – ცოცხის დადგმით, ოპონენტებისათვის ბავშვის მკვლელობის დაბრალებით, უფასო ფულის დაპირებით…აღარ გავაგრძელებ. კიდევ გირგვლიანზე მე მაბრალებ რაღაცას, რომ სვანური საქმის გარჩევის დადგმა მინდოდა. არ ვიცი, რაზე საუბრობ – იქნებ შენს მურუსიძეს უნდოდა? იმაზე რაღა ვთქვა, რომ თურმე მილიონიან კონტრაქტებს ვდებ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისაგან ჩამოსაცილებლად: გავს შენი ხელისუფლების სტილს – საკუთარი ცოდვები ოპონენტს დააბრალოს. ჩემი ხელისუფლება მართლა ბევრ რამეში ცოდავდა, ჩემო დაჩი, ისევე, როგორც ყველა ქართული ხელისუფლება. მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, არავის უკადრებია.შავაძის საქმე აუცილებლად გაირკვევა – ოჯახისთვისაც და საზოგადოებისათვისაც. და მე პირველი ვიქნები, ვინც აღიარებს, თუ ის სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდება. მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება თქვენს ჯიბის სასამართლოში. მოგვიწევს მოცდა.”, დაწერა დარჩიაშვილმა.
“პასუხის პასუხად” კი დაჩი ცაგურიამ კომენტარი კიდევ ერთხელ დაუწერა:
“ნაძირალა გაგიტყდა? და რომ მაწამა არაერთხელ შენმა ხელისუფლებამ ეგ არ გაგიტყდა? ძვლებს რომ მილეწავდით მაშინ არ გაწუხებდათ ეს ფაქიზი თავმოყვარეობა? ნაძირალა კომპლიმენტია იმასთან შედარებით ჩემგან რაც გეკუთვნით მაგრამ ჩემს თავს არ ვკადრებ აქ საჯაროდ ის გითრა რასაც იმსახურებ. მეც როცა მაწამებდნენ ქალაქის მთავარ სამმართველოში კაგებეს აგენტს მეძახდნენ. შენი ლოგიკით ეხლა ალბათ უნდა მე დავამტკიცო რომ კაგებეს აგენტი არა ვარ 😂😂 იქნებ ვიყავი და ვიმსახურებდი ხო წამებას 😂 თან შენ არაფერი იცოდი რომ გვცემდნენ, ძვლებს გვამტვრევდნენ, ნაცემებს სასაფლაოებზე რომ ყრიდნენ უგონო მდგომარეობაში, ვიცი მეტყვი რომ შენ ამის შესახებ არაფერი იცოდი, არც ის იცოდი ხალხს ციხეებში წამებით რომ კლავდნენ, რუსთველზეც სახურავზე ურტყავდა დენი ხელკბორკილებ დადებულ ადამიანებს”, წერს ცაგურია დარჩიაშვილის პოსტის ქვეშ კომენტარებში.
0
0