29/03/2023
14:06
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყოფილი მოსამართლის, მაკა გველესიანის მიერ „TV პირველის” სიუჟეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ამ ფეიკნიუსების დაზგებს აფინანსებენ. ერთი დღითაც რომ გაჩერდნენ, ხომ ჩამოეშალათ სიცრუის "პირამიდა".
„ნაცტელევიზიების ფეიკ ფაბრიკის ანატომია- როგორ გამოაცხადეს აშშ-ის Green Card-ის მფლობელი მოსამართლე ქვეყნიდან გაქცეულ ემიგრანტად. ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ამ ფეიკნიუსების დაზგებს და დაზგოსნებს უხვად აფინანსებენ. აბა როგორ? ერთი დღითაც რომ გაჩერდნენ, ხომ ჩამოეშალათ სიცრუის „პირამიდა“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ყოფილი მოსამართლე მაკა გველესიანი განცხადებას ავრცელებს და აშშ-ში წასვლის მიზეზებზე დეტალურად საუბრობს.
0
0