
“ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ, ზამთრის ბოლო დღეები საქართველოში ამინდის მხრივ სადღესასწაულო იქნება” - მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს წერს:
„ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ.
ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება - თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.
კონკრეტულად 28 თებერვლის ჩათვლით:
დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.
აღმოსავლეთში ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება მაგრამ ყინვა აღარ იქნება.
ასე, რომ დატკბით ამ მშვენიერი დღეებით, კალენდარულად ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ მარადიული გაზაფხული ჩვენს გულებში გაღვივებას იწყებს.“ - წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.
0
0