
„მე ვერ გავაკეთებ დღეს პოლიტიკურ განცხადებას, რადგან ვთვლი, რომ დღეს პოლიტიკის დრო არ არის. დღეს მხოლოდ იმის დროა, რომ ყველა ერთად ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც შოვში ექიმების და ფსიქოლოგების ჯგუფთან ერთად ჩავიდა.
„ჩამოვედი, ჩამოვიყვანე ექიმები, ფსიქოლოგები. ჩვენი მიზანია, რომ დღეს, ასეთ მძიმე დღეს ვიყოთ ამ ადამიანების გვერდით და მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ დღევანდელი მდგომარეობა. კიდევ ორი ჯგუფი გვიერთდება. საგანგებო სამსახურთან კომუნიკაციაში ვართ და რა წამსაც გაჩნდება საჭიროება, რომ ჩაერთონ ჩვენი ექიმები აქტიურად, ყველანაირად ვართ მზად ამისთვის. ახლა დროა მხოლოდ იმის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ამ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად ვჭირდებით.
მე ვერ გავაკეთებ დღეს პოლიტიკურ განცხადებას, რადგან ვთვლი, რომ დღეს პოლიტიკის დრო არ არის. დღეს მხოლოდ იმის დროა, რომ ყველა ერთად ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით“, - განუცხადა “ტვ პირველს” სოფო ჯაფარიძემ.
0
0