
"ნაცმოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა დაამტკიცეს - ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ გოგავას ხმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა.
ცისკარიშვილის თქმით, ახალ ხელმძღვანელს ის საჭირო უნარები და პოლიტიკური ალღო გააჩნია, რაც პარტიას 2024 წლის საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვაში დაეხმარება.
"ეს იყო თბილისის ფორუმი, ანუ თბილისის არჩევნები, პარტიულ ყრილობას კიდევ სხვა სამართლებრივი დატვირთვა აქვს ორგანული კანონიდან გამომდინარე და ჩვენი წესდებიდან გამომდინარე, ამიტომ მოდი ვთქვათ თბილისის ფორუმი, რომელმაც აირჩია ზაზა გოგავა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. აბსოლუტური უმრავლესობით დელეგატებმა ხმა მისცეს ზაზა გოგავას, რადგან მას აქვს გამოცდილებაც, შესაძლებლობაც, ის პოლიტიკური მონაცემებიც, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისის ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. თბილისი არის პოლიტიკური-ეკონომიკური დედაქალაქი ქვეყნის, მაგრამ ასევე, ცვლილებების დედაქალაქი. რა გადაწყვეტილებასაც იღებს თბილისი, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას, შემდეგ ეს აისახება საქართველოზე", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
0
0