16/02/2024
20:18
პოლიტიკა
„ლელოს" მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად - „ნაცმოძრაობის“ ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ლელო“ თავად ქმნის ისეთ დღის წესრიგს და იმდენ "სისულელეს ლაპარაკობენ", რომ უმრავლესობას ამაზე რეაგირება უწევს.
მისივე თქმით, „ლელოზე“ ბევრ კითხვას სვამენ ჟურნალისტები.
„თქვენ მეკითხებით "ლელოზე", მერე რაღაც უნდა ვთქვა და ამბობენ, ჩვენ გვაქცევენ ყურადღებას, რეიტინგი გვაქვს მზარდიო. "ნაცმოძრაობის" ლეღვის ფოთლებს დავანებოთ თავი საერთოდ. მოდის და მოდის კითხვები, რადგან კონკრეტულ ტელევიზიებში ეს ადამიანი იხდის ფულს. დაგისვამენ შეკითხვას, გასცემ პასუხს და მეორე დღეს გეკითხებიან, "ლელოზე" რატომ ლაპარაკობთო. შემთხვევით არ დამირქმევია - "ნაცმოძრაობის" ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ. ვიღაცამ იხუმრა და კარგი ხუმრობა იყო - "ნაცმოძრაობამ" ესენი და ესენი ლეღვის ფოთლებად აიფარა და რადიკალიზმი არ გამოუჩნდათო. რადიკალიზმი მაინც ყველას უჩანს",- განაცხადა მდინარაძემ.
0
0