08/02/2022
14:01
პოლიტიკა
როგორც კალაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, დაიმონოს სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და შემდეგ „აბულინგოს ტელევიზიებით“, რის ერთ-ერთ მაგალითად, დედაქალაქის მერს ალეკო ელისაშვილის პარტია მოჰყავს.
„მე მგონია, რომ ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავსა და საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ „აბულინგოს“ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ეს ყველაფერი? ავიღოთ მარტივი, ელისაშვილის პარტიის მაგალითი, რა უქნეს ბიჭს?! გადაუარეს, გაანადგურეს, დღეს თვითონ შევიდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც უგულავა აცხადებს, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს მოთხოვნა ექნება „ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს“ ისე, რომ იდენტობა არ დაკარგოს.
0
0