04/06/2023
12:31
პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული უთანხმოების შესახებ, განცხადებებს დაპირისპირებული მხარეები აკეთებენ. ნიკა მელიას პოზიციას იზიარებენ მისი მხარდამჭერები და ამბობენ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა დღეს პრობლემაა. რაც შეეხება მერაბიშვილი-კეზერაშვილის ფლანგს, პარტიის წევრების ეს ნაწილი დამატებითი განმარტებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
უმრავლესობის შეფასებით, მელიას განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ადამიანების ჩაგვრა და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვა, სწორედ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.
"ასეთი ტიპის განცხადებები უნდა ჩავთვალოთ, როგორც აღიარებად მმართველობის მთავარი ნაკლოვანებებისა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ცდილობს, რომ როგორმე ჩამოიცილოს ეს იარლიყი, რომელიც სამართლიანად აქვს დამსახურებული. წლების განმავლობაში რამაც განაპირობა მათი მარცხი ეს იყო ადამიანის უფლებების გათელვა და ადამიანები ჩაგვრა.
ასევე მართებულია საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ჩრდილოვანი მმართველობა, ეს დამახასიათებელია ამ პარტიისა და იქ მყოფი ადამიანებისთვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მმართველობა დღეს არ დაწყებულა და სულ თან სდევდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას, ყველა ეტაპზე და ყველა სეგმენტში,"-აცხადებს სარჯველაძე.
0
0