
"ნაბუქოდონოსორმა სამი ახალგაზრდა დასჯის მიზნით გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, ისინი უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან...", - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია საუბარი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი:
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!
გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!
დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025