17/11/2021
09:57
პოლიტიკა
ექიმი აცხადებს, რომ ინტენსიური თერაპიის პალატა ადგილზე ორი კვირის წინ შეიქმნა, საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, ხოლო პერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, თუმცა დაწესებულებას ინტენსიური თერაპიის გამოცდილება არ აქვს და პაციენტს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სჭირდება ინტენსიური თერაპია.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექსპერტის შეფასებით, მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა რამდენიმე დღეში დამძიმდება.
„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე. უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.
საბოლოო დასკვნებს, ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება დაწესებულების ლიცენზიას, ექსპერტის თქმით, „რეანიმაციული დაწესებულების ლიცენზია არავის წარუდგენია, მაგრამ არც თავად მოუთხოვიათ“.
„იქ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ლიცენზირებული ექიმები მორიგეობენ ყოველ დღე. რაც შეეხება განოფილების ლიცენზიას, არავის წარმოუდგენია. ასეთი პაციენტი არ საჭიროებს მარტო ანესთეზიოლოგებს და რეანიმატოლოგებს, ეს საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძილივი შიმშილობის მერე, იქ არის მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება და კონტროლი“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
0
0