11/10/2021
14:04
საზოგადოება
ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ყველა სარემონტო სამუშაოს სჭირდება სპეციალისტი, რადგან ყველა სამუშაოს თავისი წესები და სანებართვო სისტემა აქვს.
,,ნებისმიერ სარემონტო სამუშაოებს თავისი წესები აქვს და სანებართვო სისტემა. ყველამ რომ დაიწყოს რემონტის გაკეთება, ვისაც როგორ უნდა, არ შეიძლება, ამას სჭირდება სპეციალისტი და ინჟინერი, თუნდაც ელექტრიკოსი და თუნდაც სანტექნიკოსი. შესაძლოა, ერთი გადაერთებითაც გაჩნდეს ხანძარი, ყველაფერს უნდა თავისი სპეციალისტი. მზიდი კედელი ,ეს არის რაზეც დგას შენობა, მზიდი კედლისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლება'', - აცხადებს არქიტექტორი.
ცნობისთვის 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
სამაშველო სამუშაოებში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა.
ვითარებას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 3 არასრულწლოვანი.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავე, დანაშაულები 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
0
0