
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს.
„მინდა მივულოცო ჩვენს უწმინდესს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ღვთის დიდი კურთხევაა, რომ მწყემსმთავარი იყოს ასეთი დღეგრძელი და იყოს ასეთი ხანგრძლივი წინამძღოლობით ერთი ეკლესიისა, ერთი საყდრისა.“
მისი თქმით, ეს 45 წელი „მზიანი ღამეა“, რომელიც მისმა სამსახურმა ბევრისთვის კიდევ უფრო გაანათა.
„45 წელი, ისევ პატრიარქს დავესესხები, ეს არის ნამდვილად მზიანი ღამე, თუმცაღა ეს ღამე მისმა სამსახურმა, მოღვაწეობამ გაანათა ბევრისთვის.“
აბბა ალავერდელის თქმით, 70-იანი წლებში, როცა პატრიარქი აირჩიეს, ეს იყო, ნამდვილი გამოცოცხლება მათი თაობისთვის.
„ის წლები, როცა უწმინდესი აირჩიეს, ეს არის 70-იანები. იმ დროს მე ჯერ კიდევ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტი ვიყავი. ეს იყო გამოცოცხლება მთლიანად ჩვენი თაობის და ეს იყო რაღაც, შეუცნობელი, იმიტომ რომ იმ დროს მე, ასე ვთქვათ, არც მორწმუნე ოჯახიდან ვიყავი და არც სარწმუნოებაში“ - განუცხადა აბბა ალავერდელმა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“. მიტროპლოტი პატრიარქთან ურთიერთობისა და მისი მოღვაწეობის შესახებ ვიდეომილოცვაში ვრცლად საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წელი შეუსრულდა.
[ვიდეო]
0
0