
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტს მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია.
წელს მზია ამაღლობელთან ერთად ეს ჯილდო გადაეცა ბელარუს ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც.
სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა.
"ორივე ჟურნალისტი ახლა საპატიმროში იმყოფება ყალბი ბრალდებებით და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ, ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუცია მათი და იმ ხალხის გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას", - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში ასევე იყვნენ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატს, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA და ასევე სერბი სტუდენტები.
0
1