16/01/2025
23:01
საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც 50-ე დღეა, უწყვეტი აქციები მიმდინარეობს.
ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიის დატოვებისა და რუსთაველის გამზირამდე მარშით მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის მხრიდან ხვალინდელი ეთერის დათმობის პირობა მიიღეს.
მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის, თუმცა ხვალ დილიდან დაუკავშირდებიან ეთერის დასაგეგმად.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი მზია ამაღლობელისა და იმ ყველა პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც აქციების პერიოდში დააკავეს. ასევე მთავარი მოთხოვნა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნება.
0
0