
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ლიდერების დონეზე შეხვედრას ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენს უშუალო სამეზობლოში კრიზისების, კონფლიქტების, ომებისა და დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, თურქეთმა სამშვიდობო დიპლომატია გააძლიერა. რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღიდან ჩვენ დაბალანსებულ, სამართლიან და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ვიცავთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომი ახლავე უნდა დასრულდეს“.
„ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ ჩვენს მზადყოფნას, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას ვუმასპინძლოთ. ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდა მოეწყოს და ეს სისხლიანი ომი დასრულდეს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
0
0