03/10/2024
13:32
არჩევნები 2024
ბლოკადა გრძელდება და სწორედ ამის გამო გავხდით გუშინ იძულებული, დაგვეწყო მზადება ხაზარაძის და გვარამიას დასანქცირებაზე, რომლებიც არაფრით ნაკლები არ არიან ივანიშვილზე - თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა Facebook-ის ლაივში.
,,მოვლენები ელვისებურად ვითარდება, ამდენად, ჩვენ ხშირად გვიწევს თქვენი შეწუხება პირდაპირი ეთერით, სოც. ქსელების მეშვეობით, რადგან ახლა "ბიძინავიზიას", "ხაზარვიზიას" და "ნიკუტავიზიას" ტელევიზიებში ბლოკადა გვაქვს დარტყმული და ეს შეთანხმებულია ერთობლივად, მეგობრულად, ძალიან ალიანსურად, როგორც სჩვევიათ და როგორც ეს წლები მათ ერთად გაამრუდეს ისტორია.
აბა, ახლა, წინა რეჟიმიც და დღევანდელი რეჟიმიც ერთი სისტემის განაყოფი იყო, ერთად მოვიდნენ, ერთად გაიყვეს ქვეყნის სულიერი, მატერიალური რესურსები. ერთად გაუფორმეს თავის შვილებს ჩვენი შვილების მომავალი და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს კავშირები გაწყვეტადია საერთო მტრის წინააღმდეგ, საერთო კონკურენტის წინააღმდეგ, რომელიც მათი სოციალური მტერია პირდაპირი გაგებით, რადგან ჩვენ უნდა ავაშენოთ აქ სოციალიზმი, ანუ ყველასთვის სახელმწიფო და ყველასთვის საშუალება განვითარების და არსებობის. მათ უნდათ, სახელმწიფო ერქვას იმ სივრცეს, რომელიც გადააქციეს შეზღუდული პასუხსიმგებლობის ბიზნეს კომპანიად და საიდანაც მიღებული შემოსავლები მათი ოჯახებისა და მათი ძალიან ახლობელი გარემოცვისაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ბლოკადა გრძელდება და სწორედ ამის გამო გავხდით გუშინ იძულებული, დაგვეწყო მზადება ხაზარაძის და გვარამიას დასანქცირებაზე, რომლებიც არაფრით ნაკლები არ არიან ივანიშვილზე." - ამბობს ნათელაშვილი
0
0