04/08/2023
20:21
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მზად არიან, სტიქიის ზონაში ვერტმფრენით შეიყვანონ ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ დაკარგული.
„იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება. მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ თუ რა მძიმე სიტუაციაა“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროის ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დრომდე ვერ ხერხდება 25-მდე ადამიანთან დაკავშირება.
0
0