11/03/2023
21:22
მსოფლიო
რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის.
ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა.
„მზად ვარ კიევში წავიდე. მინდა კიევში, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობითაც. ან ორივე ქვეყანაში წავალ, ან არცერთში”, - თქვა რომის პაპმა.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მოსკოვში ჩასვლა დღეისთვის შეუძლებელია, მან აღიარა, რომ ეს ფაქტია, მაგრამ გარემოებების ცვლილების იმედი გამოხატა.
„იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას, კი. ეს კარი არ დამიხურავს”, - თქვა რომის პაპმა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მეორე დღესვე, მას ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტთან სურდა საუბარი, მაგრამ მოსკოვმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.
0
0