
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარზე უარს განაცხადებს.
რეპორტიორის შეკითხვაზე - მოუწევს თუ არა პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად, ტრამპმა უპასუხა: „არა, ეს არ დასჭირდება. არა!“.
მანამდე კი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ტრამპ-პუტინის შეხვედრა არ ჩატარდებოდა, თუ პუტინი არ დათანხმდებოდა ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ შეამცირებდა მოლაპარაკებების გამართვის ალბათობას.
ასევე, შეკითხვაზე - ძალაში დარჩება თუ არა შეხვედრის დაწყებამდე განსაზღვრული ვადა, ტრამპმა განაცხადა: „ეს პუტინის გადასაწყვეტია. ვნახოთ, რას იტყვის. მე არ მომწონს ხანგრძლივი ლოდინი. ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა.“
0
0