11/12/2021
19:07
პოლიტიკა
“შაბათ დილა მშვიდობისა მეგობრებო! მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს: არ ვარ გულუბრყვილო, არ ვარ კონსპირაციების ტრფიალი, (ყველამ იცით) არ ვარ ხელისუფლების მხარდამჭერი (რბილად რომ ვთქვა) 😊 და ვარ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, მყავს ოპოზიციურად განწყობილი მეგობარი პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ძალის ან ლიდერის ფანატი მიმდევარი;
სამაგიეროდ მიყვარს და მტკივა ჩემი ქვეყანა, ვარ გარკვეული დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე (იცის ქალბატონმა სალომემ) და ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალი ადამიანი. მზად ვარ ჩავერთო პროცესში, რომელიც შეიძლება ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის შანსი იყოს. გულწრფელობა გულწრფელობის წილ: თუ ცდა არის, ვცადოთ; თუ თამაშია, როგორც ოლიმპიადის ჩვენი ოქრო კაცი ფინალისტი იტყოდა, გევიგებთ 🙂. შეთავაზება სრულიად გულწრფელი, სერიოზული და უანგაროა! პატივისცემით!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.
0
0