
„ეს რომ ასე იოლი ყოფილიყო, მაშინ გამოსავალს მალევე ვიპოვიდით, დღესვე. ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ ომის შეჩერება, დედების ტანჯვის შეჩერება, მამების, ბავშვების ტანჯვის შეჩერება რომ შეგვეძლოს, ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებდით. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა ბერბკომ.
მისივე თქმით, პუტინი არღვევს ყველა საერთაშორისო წესს, ხოლო დასავლეთმა აამოქმედა ეკონომიკური და ფინანსური საშუალებები და ბერკეტები, რათა რუსეთის პრეზიდენტზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს.
4 მარტს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ერთიანობას ინარჩუნებენ და მათი პოზიციაა, რომ ნატო-ს თვითმფრინავები არ უზრუნველყოფენ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას. ამის გამო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო მკაცრად გააკრიტიკა.
„დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც დაიღუპება, მათ შორის თქვენს გარეშემო მოკვდება. თქვენი სისუსტის გამო“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
0
0