
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, იტალია მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ძალისხმევას, გახდნენ ევროკავშირის წევრები.
მელონის თქმით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, ევროპაში დაბრუნებას ნიშნავს.
„პრინციპები გაანადგურეს მათ, ვინც ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ გასული საუკუნის ყველაზე რთულ წლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან, დავეხმარებით მათ ყოველთვის, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე დასავლელი პარტნიორები აკეთებენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რაც ნიშნავს არა ევროკავშირის გაფართოებას , არამედ ევროკავშირში ყველას ერთად უკან დაბრუნებას“, – განაცხადა მელონიმ.
0
0
სატყეო გზების რეაბილიტაცია სოფელ კეხოვანში
01/08/2025