06/04/2023
14:16
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს - პრეზიდენტი პუტინი ემზადება არა მშვიდობისთვის, არამედ - მეტი ბრძოლისთვის. „გუშინ აღნიშნული საკითხი მინისტრ კულებასთან ერთდ განვიხილეთ - ნატოს მოკავშირეები ერთიანნი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ უკრაინა ყველაფრით, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე, რათა გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ნატო ასევე კვლავ მხარს დაუჭერს სხვა პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ალიანსი დგას; საუბარია სამხრეთიდან წამოსულ საფრთხეებზე და მზარდ სტრატეგიულ კონკურენციასთან [მათ შორის რუსეთთან ჩინეთის მზარდ კავშირთან] გამკლავებაზე,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრების შემდეგ.
0
0