27/01/2022
17:20
მსოფლიო
ყოველკვირეულ შეხვედრაზე პაპმა იმ სირთულეების გადალახვაზე ილაპარაკა, რომლებსაც მშობლები შვილებთან ურთიერთობაში შეიძლება შეხვდნენ. ფრანცისკეს თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხია "მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებში განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას ხედავენ — როგორ უნდა შეხვდნენ ისინი ამას, როგორ უნდა იდგნენ შვილების გვერდით და არ მოირგონ გამკიცხავის როლი".
ლგბტქ ბავშვები ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან — პაპი ფრანცისკე
რომის პაპმა წინათ ასევე აღნიშნა, რომ გეი ადამიანებს აქვთ უფლება, თავიანთმა ოჯახებმა მიიღონ. მისი თქმით, მართალია, ეკლესია ერთი და იმავე წყვილის კავშირებს არ აღიარებს, ის მაინც დაუჭერს მხარს სამოქალაქო კავშირს, რათა გეი პარტნიორებმა ჯანდაცვის, საპენსიო და მემკვიდრეობის უფლებების გაზიარება შეძლონ.
რომის პაპმა ლგბტქ წყვილების სამოქალაქო ქორწინებას მხარი დაუჭირა
ვატიკანის განცხადებამ, რომ ის ერთი და იმავე სქესის წყვილების კავშირებს არ ცნობს, გასულ წელს არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. განცხადების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა კათოლიკე მღვდლებმა ლგბტქ წყვილები საჯაროდ დალოცეს.
კონსერვატიული შეხედულებების მქონე კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ პაპის განცხადებები და იმ მღვდელმსახურების საქმიანობის შეწყნარება, რომელთა მრევლშიც გეი ადამიანები არიან, მორწმუნეთათვის დამაბნეველია.
0
0