08/01/2025
14:17
სამართალი
ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც ირკვევა, რომ მურთაზ როსტომოვს, რომლის ცხედარიც სასაფლაოზე იპოვეს, თავი და კიდურები სავარაუდოდ მოკვეთილი აქვს.
მოკლული მწყემსია. 39 კაცი 4 თვის წინ გაუჩინარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.
პოლიციას მამაკაცის დაკარგვის შესახებ მწყემსის მამამ თვეების წინ მიმართა და გამოძიებაც მაშინ დაიწყო.
"4 თვე ვეძებდით, იმ სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ ჰყვებიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მანდ, ასეთი შემთხვევა მოხდა. ნარკომანების დასახლებაა, ხალხს ხოცავენ და რეაგირება არავის აქვს"- აღნიშნავს მოკლულის ახლობელი.
კაბალში შემზარავი ამბის ერთ-ერთი თვითმხილი ამბობს, რომ სხეული დანაწევრებულია.
"სხეული დანაწევრებულია. სამი დღის წინ იპოვეს"- ამბობს ის.
0
0
ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
18/01/2025