
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ის თავს იცავდა.
საუბარია მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც ადგილობრივებმა ლიფტში დასახიჩრებული მეზობლის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს 50-ზე მეტი ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. მოსამართლემ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0