მუნდიალზე პირველად ქალი არბიტრები იმსაჯებენ - კატარი 2022
30/11/2022
14:13
სპორტი
A-
+A
მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, კატარში მიმდინარე 2022 წლის მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, გერმანიისა და კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას ქალი არბიტრებისგან შემდგარი სამსაჯო ბრიგადა უხელმძღვანელებს.
მატჩის მთავარი მსაჯი ფრანგი არბიტრი, სტეფანი ფრაპარი იქნება. მთავარი მსაჯის ასისტენტების მოვალეობებს კი ბრაზილიელი ნეუზა ბექი და მექსიკელი კარენ დიას მედინა შეასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ქალი მთავარი მსაჯია წარმოდგენილი – რუანდელი სალიმა მუკანსანგა და იაპონელი იოშიმი იამაშიტა. ასევე, კიდევ ერთი მსაჯის ასისტენტი – ამერიკელი ქეთრინ ნესბიტი.
20 ნოემბერს კატარში დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატი 18 დეკემბერს დასრულდება.
0
0
442
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%